"ოცნების ქალაქის" მშენებლობისთვის დღესვე მეორე ფაზის პროცედურები დაიწყება - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურული განახლების პროექტს გამოეხმაურა.
თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, პროექტი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება.
'პროექტი ნიშნავს მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების შექმნას, ახალი მიზიდულობების შექმნას, ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა'- განაცხადა თორნიკე რიჟაძემ.
მისივე განმარტებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები.
თორნიკე რიჟვაძისგანმარტებით, სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს 'ოცნების ქალაქის' მშენებლობა, რომლის პირველი ფაზა არის აქტიურ ეტაპზე დადღესვე,მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურებიდაიწყება.
'პირველ ეტაპზე მოხდება 582 ოჯახის დაკმაყოფილება, თუმცა პროექტი გაგრძელდება, სანამ ბოლო ოჯახი არ დაკმაყოფილდება შესაბამისი ღირსეული საცხოვრისით. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნას მობილიზებული და გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში'-განაცხადა თორნიკე რიჟაძემ.