ხანძრის გამო გალის რაიონის სოფლებიდან ევაკუაცია განხორციელდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოკუპირებულ გალის რაიონში, ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების დასახლებულ პუნქტებსა და საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გალის ტელევიზია იუწყება. მისი ინფორმაციით, სოფლების, ზემო ბარღების, სიდას და რეფის ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა ძლიერი ქარის გამო. გალის ტელევიზია ევაკუირებული ადამიანების და დამწვარი სახლების რაოდენობას არ ასახელებს. მისივე ცნობით, ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31034019.html #ახალი_ამბები #twitter