მშრომელთა საერთაშორისო დღის ისტორია

Marneuli Daily

მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს. ისტორია ასე იწყება, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა ამერიკელებმა, მოითხოვეს რვა საათიანი სამუშაო დღე, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. ამას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში. ხელისუფლებამ ეს მანიფესტაცია დაარბია. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით 1894 და 1919 წლებშიც განმეორდა. მემარცხენე ორიენტაციის გამო მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში; ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა პროცესუალურ მსვლელობებს მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად. „წითელი საშიშროების“ პერიოდში აშშ-ში მაისის დღე როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმდა, რაც საკმაოდ ირონიულია, ვინაიდან ეს ტრადიცია ჩიკაგოდან მომდინარეობს. ამასობაში სხვა ქვეყნებში (აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა) მუშათა კლასები იბრძოდნენ იმისთვის, რათა პირველი მაისი ოფიციალურ მთავრობის მიერ სანქიონირებული უქმე დღე გამხდარიყო, რამაც საბოლოოდ თითქმის ყველგან წარმატებული შედეგი გამოიღო. ამ მიზეზის გამო პირველი მაისი თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუშათა უზარმაზარი ქუჩის დემონსტრაციებით, რომელთაც მეთაურობს მუშათა პროფკავშირები და სხვადასხვა სოციალისტური თუ კომუნისტური პარტია - თუმცა ეს ფენომენი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება, მათი ძლიერი ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გამო. კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „მშრომელთა დღეს“ (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე. #1მაისი #შრომა #ისტორია #marneulidaily