სატელევიზიო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო, Emmy-ის რიგით 74-ე დაჯილდოება გუშინ საღამოს, ლოს-ანჯელესის Microsoft Theatre-ში გაიმართა. პანდემიით გამოწვეული ორ წლიანი დისტანციური/შეზღუდული დაჯილდოებების შემდეგ, ემის წლევანდელი ცერემონია ტრადიციული, პრეპანდემიური რიტმით დაბრუნდა.
საღამოს რამდენიმე გამორჩეული გამარჯვებული ჰყავდა. მათ შორის HBO-ს "Succession"-ი, კორპორატიული ცხოვრების სატირული დრამა, რომელმაც 25 ნომინირებული კატეგორიიდან 3-ში მოიპოვა გამარჯვება: "საუკეთესო დრამატული სერიალი", "საუკეთესო სცენარი დრამა სერიებისთვის" და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი შემსრულებელი დრამა სერიალში" რომელიც მეთიუ მაკფადიენმა მიიღო.
Succession-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა "The White Lotus"-მა და შემდეგი ოთხი კატეგორიის პრიზის ლაურეატი გახდა: "საუკეთესო ლიმიტირებული სერიალი", "საუკეთესო სცენარი", "საუკეთესო რეჟისურა" , და ბოლოს, სერიალის ორმა მსახიობმა, მიურეი ბარტლეტმა და ჯენიფერ კულიჯიმ მოიგეს ჯილდო მეორე ხარისხოვანი როლების შესრულებისთვის.
Emmy 2022-ი უმნიშვბელოვანესი საღამო იყო Sheryl Lee Ralp-ისთვისაც, რომელმაც პირველი Emmy-ი აიღო, სერიალ "Abbott Elementary"-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. ამასთან, ის რიგით მეორე შავკანიანი ქალი გახდა ისტორიაში ამ პრიზით.
Lee Jung-ი კი პირველი არა ამერიკელი მსახიობია Emmy-ის 74-წლიანი არსებობის მანძილზე, რომელმაც "წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ტიტული მოიპოვა, "Squid Game"-ში შესრულებული როლისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზენდაია "Euphoria"-ში ნათამაშები რუს პერსონაჟისთვის ზედიზედ მეორე წელია რაც emmy-ის იგებს. წინა წელს ის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, რომელმაც ჯილდო მიიღო "საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალის" კატეგორიაში.
გამარჯვებულთა სრული სია:
საუკეთესო კომედია
"Ted Lasso" (Apple TV+)
საუკეთესო დრამა
"Succession" (HBO)
საუკეთესო შეზღუდული სერია
"The White Lotus" (HBO)
საუკეთესო მსახიობი ქალი, კომედია
ჟან სმარტი , "Hacks"
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, კომედია
ჯეისონ სუდეიკისი , "Ted Lasso"
საუკეთესო მსახიობი ქალი, დრამა
ზენდაია, "Euphoria"
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, დრამა
ლი იუნგ-ჯაე , "კალმარის თამაში"
საუკეთესო მსახიობი ქალი, მოკლემეტრაჟიანი სერიალი ან სატელევიზიო ფილმი
ამანდა სეიფრიდი, "The Dropout"
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, მოკლემეტრაჟანი სერიალი ან სატელევიზიო ფილმი
მაიკლ კიტონი , "Dopesick"
მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, კომედია
შერილ ლი რალფი , "Abbott Elementary"
მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, კომედია
ბრეტ გოლდშტეინი, "Ted Lasso"
მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, დრამა
ჯულია გარნერი, "Ozark"
მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, დრამა
მეთიუ მაკფადიენი, "Succession"
მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, შეზღუდული სერიალი ან ფილმი
ჯენიფერ კულიჯი , "The White Lotus"
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი, შეზღუდული სერიალი ან ფილმი
მიურეი ბარტლეტი , "The White Lotus"
Variety Talk Series
"Last Week Tonight With John Oliver"
Variety Sketch Series
"Saturday Night Live"
რეალითი კონკურსი
"Lizzo’s Watch Out for the Big Grrrls"
სცენარი კომედიური სერიალისთვის
კვინტა ბრუნსონი , "Abbott Elementary" ("პილოტი")
სცენარი დრამატული სერიალისთვის
ჯესი არმსტრონგი, "Succession" ("All the Bells Say")
სცენარი შეზღუდული სერიებისთვის, ფილმისთვის ან დრამის სპეციალურად
მაიკ უაიტი , "The White Lotus"
კომედიური სერიალის რეჟისორი
MJ Delaney, "Ted Lasso" ("No Weddings and a Funeral")
დრამატული სერიალის რეჟისორი
ჰვანგ დონ-ჰიუკი, "კალმარის თამაში" ("Red Light, Green Light")
მოკლემეტრაჟიანი სერიების ან ფილმის რეჟისორი
მაიკ უაიტი, "თეთრი ლოტუსი"
დოკუმენტური თუ არამხატვრული სერიები
"The Beatles: Get Back" (Disney+)
სპეციალური დოკუმენტური ან არამხატვრული ლიტერატურა
"George Carlin’s American Dream" (HBO)
გამორჩეული სცენარი მრავალფეროვანი სერიებისთვის
"Last Week Tonight With John Oliver" (HBO)
Outstanding Writing for a Variety Special
"Jerrod Carmichael: Rothaniel"
Outstanding Variety Special, Pre-Recorded
"Adele One Night Only" (CBS)
Outstanding Variety Special (Live)
"Super Bowl LVI ნახევართაიმის შოუ" (NBC)