როგორც
Zendaya-ს ინსტაგრამ პოსტი გვამცნობს, “EUPHORIA”-ის მეორე სეზონის ნახვა მაყურებელს
9 იანვარს შეეძლება. თარიღთან ერთად „ HBO MAX”-ი გვიზიარებს ე.წ „TEASER”-ს.
როგორც ჩანს, სერიალის ფანებს კვლავ საინტერესო და ამაღელვებელი „თავგადასავალი“ ელით.
ჩვენი
თაობის ეპოქალურ სერიალად წოდებული „EUPHORIA” – ს სიუჟეტი თინეიჯერი სკოლის მოსწავლეების
გარშემო ვითარდება და ასახავს ამ ადამიანების ცხოვრებისეულ პრობლემებს, როგორიც არის
იდენტობის პრობლემა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, სექსი, სიყვარული, მეგობრობა, ტრამვები,
ბულინგი და ა.შ.
“EUPHORIA”-ს მთავარი გმირის, Rue-ს, როლს ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი
- ZENDAYA ასრულებს. მან ამ როლის შესრულებისთის 2020 წელს „EMMY” მოიპოვა.