Events for weekend

9
16 მარტს, Mtkvarze სამი განსაკუთრებული მუსიკოსის კოლაბორაციული ლაივი შედგება. ლაივზე Beka Gochiashvili(aka Bjazz11), Temuriko Diassamidze და Cutkill უნიკალურ მუსიკალურ პერფორმანსს წარმოგვიდგენენ, რომელიც ჯაზის, ფანკის, ჰიპ-ჰოპის და ელექტრონულ მუსიკის სხვადასხვა ჟღერადობებს გააერთიანებს. ივენთზე მოწვეული იქნებიან სხვა ქართველი მუსიკოსებიც.
Live in Main Room
• Beka Gochiashvili aka Bjazz11
• Temuriko Diassamidze
• Cutkill
Main Room
Bero
Soulidan Showcase in Small Room
Beka Gochiashvili ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი მუსიკოსი და მსოფლიოში აღიარებული ჯაზ-პიანისტია. ბექას პიანინოსთან შეხება პირველად 2 წლისას ქონდა და 5 წლის ასაკში უკვე სხვადასხვა პარტიების დაკვრა შეეძლო. 10 წლის ასაკიდან ის უკვე უკრავდა სხვადასხვა ჯაზ-კლუბებში და ბავშვობიდან დღემდე მონაწილეობა მიუღია ათეულობით საერთაშორისო და ლოკალურ მუსიკალურ ფესტივალსა და ივენთში.
ბექა ახლა ნიუ-იორკშია დაფუძნებული და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებში; 2023 წელს კი მსოფლიო ტური ქონდა Stanley Clarke-თან ერთად. მას კარიერის მანძილზე კოლაბორაციები ქონია ისეთ არტისტებთან როგორიცაა Chick Corea, Joe Lovano, Victor Bailey, Eddie Gomez და სხვა..
Mtkvarze დაგეგმილი ლაივზე ის მის ახალ მუსიკალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ქართველ DJ და ელექტრონულ მუსიკის პროდიუსერ Temuriko Diassamidze-თან ერთად შექმნა. მათ შეუერთდებათ ქართული Hip-Hop სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი Cutkill, რომელიც ქართული Electro-Pop ბენდის Kung-Fu Junkie წევრი იყო და არაერთ ქართველ მუსიკოსთა აქვს ტრეკები ჩაწერილი: KayaKata, Luna997, Svansikh, Kancheli, Misho Urushadze და სხვა..
ლაივამდე Main Room-ის დეკებს Mtkvarze დამფუძნებელი და თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერი Bero დაიკავებს, რომელიც Hip-Hop სელექციას დაუკრავს. ლაივის შემდეგ სთეიჯს VFY და Yamoc დაიკავებენ. მათი სელექცია 90-იანების House, Trance და Breakbeat ჟღერადობებზე ფოკუსირდება.
Small Room-ში Soulidan Records შოუქეისი გაიმართება, რომელიც თამაზ ცხაკაიას დაფუძნებული ლეიბლია. შოუქეისზე სთეიჯს დაიკავებენ Soulidan და Spacejam 92, რომელიც თბილისში დაფუძნებული არტისტი ირაკლი ბერიკაშვილის პროექტია. მის სახელს მიეწერება არაერთი მუსიკალური პროექტი: Berika, Wiedmak და Black Dub Odyssey და კოლაბორაციები ქონია ისეთ ქართულ ბენდებთან, როგორიცაა KFJ და Moku Moku.

Jazz Night Reso Kiknadze Quartet

შაბათს, 16 მარტს არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას რეზო კიკნაძის კვინტეტთან ერთად. 
მუსიკოსები:
რეზო კიკნაძე
ლაშა საყვარელიძე
ნიკა გაბაძე
გიორგი სამსონაძე
გიორგი მელიქიშვილი
დრო: 21:00. ბილეთები გაიყიდება კარზე, ფასი: 30 ლარი.
FLYING ELEPHANT
"ჩვენ ვართ FLYING ELEPHANT
აქ მუსიკა საზღვრებს ცდება. ეს ჯგუფი არის მუსიკალური გავლენის ძლიერი გობელენი, რომელიც ერთად არის ნაქსოვი, რათა შექმნან მართლაც უნიკალური ჟღერადობა. მათი მუსიკა შეუზღუდავი, განსხვავებული და მრავალფეროვანია.
მათი მუსიკალური ფილოსოფია დაფუძნებულია ჯაზზე, ჟანრზე, რომელიც მათ საფუძველს წარმოადგენს, მაგრამ ამაზე არ ჩერდებიან. ჯგუფი გეპატიჟებით კიდევ ბევრ ჟანრში: როკის ნედლი ენერგიიდან დაწყებული, გადამდები ფანკის გრუვებამდე, თავბრუდამხვევ ფსიქოდელიამდე და კიდევ მრავალი სხვა.
FE Project უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახელი - ეს არის გაუთავებელი კვლევის ანარეკლი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ჟღერადობას.
ეს უკვე ჩვენი და ჩვენი საყვარელი მეგობრების საზოგადოების ფორმას იწყებს, სადაც თითოეულ სულს აქვს მიზანი."
კარი იღება 21:00 საათზე, დასაწყისი - 22:00 სთ.
ბილეთის საფასური: 20 ლარი

აკუსტიკური მუსიკის საღამო

ღონისძიებაზე მოისმენთ:
ბლუზი
ქანთრი
ორლანდიური ფოლკი
ქართული სიმღერები
როკ ენდ როლი
არტისტები:
Დუეტი ლე ჰილე
Ნიკა ყიფშიძე
Ვალერი გოჩიაშვილი
ასაკობრივი შეზღუდვა- 16+

Sunday Nuci Nebieridze

კვირას, 17 მარტს არტერია წარმოგიდგენთ ნუცი ნებიერიძის საავტორო მუსიკას და ჯაზ კომპოზიციებს ბენდთან ერთად. 
პაპუნა შარიკაძე 
ხატია ქორიძე
ირაკლი ჭოლაძე 
კარი გაიღება: 21:00
ონლაინ ბილეთის ფასი: 20 ლარი (ბილეთები)
კარზე: 30 ლარი
9