ეზოს საზაფხულო ფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. ღონისძიებათა სერია, რომელიც თბილისის ახალგაზრდობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს 9 ივნისს დაიწყო და მომდევნო თვის განმავლობაში ყოველ ვიქენდზე მასპინძლობს სტუმრებს.
"Last Dance of Summer"-ი ბოლო, კულმინაციური ივენთი იქნება, რომელიც ზაფხულის სეზონს სადღესასწაულოდ დახურავს.
"მართალია ბოლო საზაფხულო ცეკვა ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ წლევანდელი ზაფხული შედგა!" - eZo Festival.
7 ივლისს ეზოს სცენა ისევ გაანათებს, ერთმანეთს უცვლელ ლოკაციაზე შევხვებით.
ამ დღის Live Performance-ს Gogi Dzodzuashvili (Post Industrial Boys) და Aleksandre Kharanauli შემოგთავაზებენ.
გთავაზობთ შემსრულებელთა სრულ სიას:
Audio Space
Beqa B2B Vas
Closer Crew:
Bambu
Shakolin
Kamma & Masalo
Kdema
Lakuti B2B Tama Sumo
Nika J
Rati Live
Sumo B2B Khvedeliani
Trommel Take Over:
Liquid Earth
Shonky
Zurkin
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მოქალაქეები ივენთზე უფასოდ დაიშვებიან. რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ ვებსაიტიდან, სპეციალური ონლაინ ფეის კონტროლის შესაძლო გავლის შემდეგ.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ
ბმულზე.