მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.
განკარგულებას ხელსპრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი აწერს.