ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 744 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში.