ახალი პაციენტებიდან ერთ არის ექიმი, ინფიცირებულების წყარო დადგენილია - სოლოღაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141766 ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას სულ 51 პაციენტი გადის. "ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში ამ ეტაპზე მკურნალობს 51 პაციენტი. აქედან ვირუსი დადასტურებული აქვს 24 პაციენტს. დაგვემატა ორი პაციენტი მედიცინის ცენტიდან გადმოყვანილი. 18 წლამდე ასაკის პაციენტები არიან სულ 7. 15 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. 9 პაციენტი არის საყურადღებო. ერთი არის ექიმი. ინფიცირებულების წყარო დადგენილია", - განაცხადა სოლოღაშვილმა.