ახალციხეში 112-ის ჯგუფი ავარიაში მოყვა
Tbilisi Daily
ახალციხეში 112-ის ჯგუფი ავარიაში მოყვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მათ ავადმყოფი სოფელ საძელიდან ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა.
არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ სასწრაფოს მანქანას, მერე კი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.