მექსიკაში კორონავირუსის 5 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
მექსიკაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 5,928 ადამიანს დაუსვეს. გარდაიცვალა 504 პაციენტი. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრნობით იუწყება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 549,734 შემთხვევა აღირიცხა. ვირუსს 59,610 ადამიანი ემსხვერპლა.
მთავრობის განცხადებით, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად აღემატება დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.