რამდენი ახალი შემთხვევა დადასტურდა შიდა ქართლში?
Gori Daily
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 958 შემთხვევა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 16 ოქტომბრის მაჩვენებელზე 71-ით მეტია.
დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 16 285;
გამოჯანმრთელებულია - 7 827;
მათ შორის გარდაცვლილია - 128;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 900;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 388;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#შიდაქართლი
#ახალიამბები
#goridaily