საქონლის არალეგალური გადატანა ოკუპირებული აფხაზეთიდან

Sokhumi Daily

სოჭის საბაჟოს პრეს - სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოჭის საბაჟო ოფიცრებმა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონელი აღმოაჩინეს. "ერთობლივი შემოწმების პროცესში, აფხაზეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციისკენ მიმავალ სატვირთო მანქანაში აღმოჩნდა 2560 ბლოკის (25600 პაკეტი) ოდენობის ფარული თამბაქოს ნაწარმი. სოჭის საბაჟოს პრესსამსახურის ცნობით, გამოვლენილი თამბაქოს ნაწარმი და მანქანა საბაჟო ოფიცრებმა პროცედურული გადაწყვეტილების მისაღებად წაიღეს." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში. დე ფაქტო უწყების ცნობით, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე თამბაქოს ნაწარმის უკანონო გადაადგილებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების რაოდენობის ზრდა აღინიშნება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა