ჩეჩენ დისიდენტ, ახმედ ზაკაევის მიმართვის შემდეგ ჩეჩნეთში დააკავეს მისი და-ძმები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჩეჩნეთში დააკავეს დიდი ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი დისიდენტის, ახმედ ზაკაევის ორი და-ძმა, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ დაუდასტურა თავად პოლიტიკოსმა.
ზაკაევი თავის ნათესავების დაკავებას უკავშირებს ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, 1ADAT-ის მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებას.
ეს საინტერნეტო რესურსი აქვეყნებს ცნობებს ჩეჩნეთში ადამიანების წამების, უსამართლოდ დაკავებისა და სხვა დარღვევების შესახებ. ზაკაევის განცხადებაზე ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან კომენტარის მიღება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
8 სექტემბერს ახმედ ზაკაევმა გაავრცელა ვიდეომიმართვამ, რომელშიც „უდიდეს სირცხვილი“ უწოდა ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ ჩეჩენი აქტივისტის წამებას და შეურაცხყოფას.
7 სექტემბერს, გვიან საღამოს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მუხლებზე დაჩოქილი, შიშველი ადამიანი ამბობს, რომ იგი სალმან ტეპსურკაევია და რომ იგი „ტელეგრამის“ 1ADAT-ის ოპოზიციური არხის ადმინისტრატორი იყო. "მე თავს ვისჯი", ამბობს ის, შემდეგ ბოდიშს იხდის და შუშის ბოთლზე ჯდება.
ვიდეომ სენსაცია მოახდინა მთელი ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკაში.
ტელეგრამ-არხის, 1ADAT-ის მხარდამჭერ ვიდეომიმართვაში, ლონდონში მყოფი ახმედ ზაკაევი აცხადებს, რომ „ის არის მოდერატორი და ამ ჯგუფის ადმინისტრატორი.“
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვი, გამოეხმაურა ზაკევის ვიდეომიმართა და განაცხადა, პოლიტიკოსს ამისთვის „მოეკითხებაო“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30833260.html
#ახალი_ამბები
#twitter