ახალციხეში მაღაზიაზე თავდამსხმელი დააკავეს
Tbilisi Daily
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ახალციხის ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭრილი მამაკაცი დააკავეს.
35 წლამდე მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე აიყვანა.
საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ძარცვას გულისხმობს.
მამაკაცი მაღაზიაში დაახლოებით, 17:30 საათზე შეიჭრა.
თვითმხილველების თქმით, მან მომენტალური ლატარიის ბილეთი შეიძინა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ვერაფერი მოიგო, გამყიდველს თანხის დაბ
რუნება მოსთხოვა.