ორივე ნაწილში შეთანხმება იყო მიღწეული, მათ შორის კონკრეტული სახელებითა და გვარებით - ბაქრაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143198 ორივე ნაწილში შეთანხმება იყო მიღწეული, მათ შორის კონკრეტული სახელებითა და გვარებით, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” ისაუბრა. კითხვაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ უგულვას, ოქრუაშვილს, რურუასა და თამლიანს გამოუშვებდნენ? – დავით ბაქრაძე პასუხობს: “მოდით მე შევეცდები დეტალებში არ შევიდე, მაგრამ ცალსახად გიდასტურებთ, რომ შეთანხმება იყო მიღწეული. ამ პროცესში ჩვენი – ოპოზიციის პრონციპული მოთხოვნა იყო, რომ საარჩევნო პროპორციებთან ერთად ასევე ყოფილიყო შეთანხმება პოლიტიკური ლიდერების ნაწილშიც. ორივე ნაწილში შეთანხმება იყო მიღწეული, მათ შორის კონკრეტული სახელებითა და გვარებით. მაგიტომ გაჩნდა მეორე განცხადება სწორედ მაგიტომ, სადაც კონკრეტული მექანიზმი იყო, რაც გამორიცხავს ზოგად საუბარს და იმიტომ გამოჩნდა პრეზიდენტი იმ განცხადებაში”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.