სომხეთიდან კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანეს
Tbilisi Daily
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა.
ჯანდაცვის უწყებამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში მკურნალობის გასაგრძელებლად დააბრუნა.
#სომხეთი
#კორონავირუსი
#ჯანდაცვა
#საგარეოსაქმეთასამინისტრო
#tbilisidialy
y