ოკუპირებულ აფხაზეთში სიგარეტის არალეგალურად გადატანის ფაქტი დაფიქსირდა
Sokhumi Daily
კრასნოდარის საბაჟოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადლერის გამშვებ საბაჟო პუნქტზე შაბათს, 10 ოქტომბერს, საბაჟო ოფიცრებმა შეამოწმეს სიტროენის მარკის ავტომობილი, რომელშიც 15000 სიგარეტი იდო.
საბაჟო შემოწმების დროს, მიკროავტობუსის სალონში, უკანა მგზავრის სავარძლების დემონტაჟის შემდეგ, ტყავის ქვეშ იპოვეს ფარულად დამალული სიგარეტის კოლოფები. საწვავის ავზში კი, ლითონისგან შედუღებული და ბენზინით სავსე კოლბა იდო.
საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ნიშის სამალავში აღმოაჩინეს 750 შეკვრა (15,000 ცალი) BUSINESS ROYALS და OMEGA AQUA BLUE სიგარეტი აფხაზური აქციზური მარკებით.
ავტომობილის მძღოლი, ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია. 20 წლის პირმა განმარტა, რომ ის პასუხისმგებელი იყო იმ საქონლის ტრანსპორტირებაზე, რომელიც რუსეთში გაყიდვის მიზნით შედიოდა. მან დაამატა, რომ თავად გადააკეთა მანქანა სიგარეტის გადასაზიდად წინასწარ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: სოჭის საბაჟო გამშვები პუნქტის პრეს - სამსახური
##SokhumiDaily
##Sokhumi
##სოხუმი
##აფხაზეთი
##ახალიამბები
##აფხაზეთისაქართველოა