დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 1 735 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-  13 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 735 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 4 ივნისის შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 342 684 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხი 41 615-ს აღწევს.