ისეთი ინფორმაცია მოიპოვა რომლისაც ეშინოდა - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედა
Tbilisi Daily
გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ფიქრობს, რომ მისმა შვილმა ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლის გამოც ეშინოდა. როგორც თამაზაშვილმა ტელეკომპანია "მთავართან“ თქვა, ის მოითხოვს გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას. გოგონას დედას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ და რატომ წაიშალა მისი შვილის "ფეისბუქ“ ანგარიში.
"რაღაცების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ. მოვითხოვ, ფედერალური ბიუროს ჩართულობას. ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა "ფეისბუქი“.შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი?! ეს ხომ ზღაპარია?! ელემენტარულია, ყველამ იცის. რატომ წაიშალა ფეისბუქი, თავისით წაიშლებოდა?! წაიშალა, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა კომპიუტერის გახსნას.
ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა ისეთი, რომლისაც ეშინოდა. ჩვენ დაგვიცვა, ჩვენი ოჯახის წევრები დაიცვა და თავი გაწირა.
100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. რომ დამხვრიტონ და მითხრან, თქვი რომ თვითმკვლელობა იყოო, უარვყოფ.
#ახალიამბები