გზა დამოუკდიებლობისკენ

Tbilisi Daily

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ - ეს საუკუნოვანი დამოუკიდებლობის აქტის პირველი პუნქტია. სწორედ 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, გამოცხადდა საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად. აქტი პირველი ქართული კონსტიტუციურ-სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტია, რომელიც ნათლად განსაზღვრავდა სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს, იურისდიქციის ფარგლებსა, პოლიტიკური წყობილების ფორმას, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, დროებით სახელმწიფო ხელისუფლებასა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებს. სწორედ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ნოემბერში შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც საქართველოს ეროვნული საბჭო აირჩია. 1918 წლის 26 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაც, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, სადაც ერთხმად დამტკიცდა დამოუკიდებლობის აქტი, სწროედ ნოე ჟორდანია გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავმჯდომარე. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაც, რასაც სახალხო ხელოვნების სამინისტრო ხელმძღვანელობდა. სფეროს პროგრესსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებამაც, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიხსნა. ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის მოპოვებას გაცილებით ადრე ცდილობდა. პეტიცია, რომლითაც დამოუკიდებლობას ქართველები 111 წლის წინ ითხოვდნენ, ქართველმა აკადემიკოსებმა რამდენიმე კვირის წინ გაასაჯაროვეს. მისი ინიციატორი ქართველი ნაციონალისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო. პეტიცია ოქსფორდის ბიბლიოთეკის კატალოგში 1970-იან წლებში შეიტანეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონის მიღება კი ჟორდანიას მთავრობამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლო. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს დაამტკიცა. ახალმა კონსტიტუციამ 4 დღის განმავლობაში იმოქმედა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე შეწყვიტა. მიუხედავად იმისა რომ მისი დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა სცნეს. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. #Tbilisidaily #Dailynews