Al Jazeera: კორონავირუსის გავლენა არაბული სამყაროს შიდა კონფლიქტებზე - ნაწილი III

Headline

სირია - ნაკლებსავარაუდოა, რომ ოფიციალური დამასკო და მისი მომხრე ძალები (რუსეთი, ირანი), ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელებამ შეაჩეროს, რადგან მანამდე ბაშარ ასადი თავად იყენებდა თუნდაც ქიმიურ იარაღს საომარი მოქმედებების საწარმოებლად, რის გამოც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი შეშფოთების საფუძველს ოპოზიციური ძალების მიერ დაკავებული იდლიბის პროვინცია იძლევა, რომელიც სირიამ და რუსეთმა თურქეთსა და ევროპაზე ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენოს. იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული ძალები იდლიბზე შეტევას წამოიწყებენ, სრულიად შესაძლებელია რომ კორონავირუსით ინფიცირებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ მეზობელი ქვეყნების საზღვრებისკენ გადაინაცვლოს და დამატებითი ჰუმანიტარული საფრთხეები წარმოშოს. ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებულ საფრთხეს თურქეთისთვის წარმოშობს, რომლის ტერიტორიაზე ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება და დამატებით, „კორონავირუსით ინფიცირებული ლტოლვილთა ახალი ნაკადები“ ოფიციალურ ანკარაზე ზეწოლის საშუალებას იძლევა. „ოფიციალური მონაცემებით“ სირიის ტერიტორიაზე COVID-19-ით ინფიცირების სულ რამდენიმე ათუელი შემთხვევაა დაფიქსირებული. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენას და მედიასთან ნაკლებ საუბარს ურჩევს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: How could coronavirus affect wars in the Arab world? (20.04.2020), www.aljazeera.com #coronavirus #MENA #Syria #conflict #headline #basharalassad #politics #arabworld #war