კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხვდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება. შეხვედრამდე მხარეებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.