რომის პაპი მხარს უჭერს ჰომოსექსუალი წყვილების სამოქალაქო კავშირს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალ წყვილებს სამოქალაქო კავშირში ყოფნის უფლებას მისცემს. ამის შესახებ მან ისაუბრა ახალ დოკუმენტურ ფილმში Francesco. ფილმის პრემიერა რომის კინოფესტივალზე შედგა. "ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ უფლება ჰყავდეთ ოჯახი. ისინი ღმერთის შვილები არიან. გარიყული არავინ უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევქმნათ სამოქალაქო კავშირის კანონი, რომელიც მათ დაიცავს. მე ამას მხარს ვუჭერ" - განაცხადა პაპმა ფრანსიკემ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30905645.html #ახალი_ამბები #twitter