უკრაინაში ყოფილი ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინაში ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი ჯორდან გეთლი დაიღუპა ქალაქ სევეროდონეცკში, სადაც გრძელდება გააფთრებული ბრძოლები რუსეთისა და უკრაინის ჯარს შორის. BBC-ის ცნობით, ჯორდან გეთლი მარტის თვეში გათავისუფლდა ბრიტანეთის არმიიდან და მოხალისედ გაემგზავრა უკრაინაში.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის დაეხმარება უკრაინაში დაღუპული ბრიტანეთის ოჯახს.
წინა დღით ცნობილი გახდა, რომ დონბასში რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ჩეხეთის მოქალაქე დაიღუპა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31894817.html
Source: radiotavisupleba.ge