მსოფლიოში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აღრიცხა. დღე-ღამეში ვირუსი 307 930 ადამიანს დაუდგინდა, - ამის შესახებ BBC წერს.
24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს 5 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა ჯამურმა რაოდენობამ 917 417 შეადგინა.
დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობამ ყველაზე მეტად ინდოეთში, აშშ-სა და ბრაზილიაში იმატა.
აქამდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როცა ვირუსი 306 857 ადამიანს გამოუვლინდა.