საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო, ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა
Headline
მთავრობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებს კრძალავს, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან, მაგალითად, როგორიცაა ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია ნათქვამი.
ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ასევე იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.
ასევე, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.
P.s. სტატია ჩვრნ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ.
#news
#politics
#coronavirus