გერმანიამ საერთაშორისო ფრენები 14 ივნისამდე აკრძალა

On.ge

Deutsche Welle წერს,რომ გერმანიის მინისტრთა კაბინეტი საერთაშორისო ფრენების 14 ივნისამდე აკრძალვაზე შეთანხმდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა მოგზაურები გააფრთხილა, რომ საზაფხულო არდადეგები ისე აღარ დაგეგმონ, როგორც წინა წლებში. მინისტრის თქმით, სამოგზაურო შეზღუდვა ძალაში რჩება, თუმცა მაქსიმუმ 14 ივნისამდე: "ვერ ვაკონკრეტებთ, როდის იქნება მოგზაურობა შესაძლებელი ზაფხულის განმავლობაში. ეს საკითხი ფრთხილად უნდა გადაიხედოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით". #news https://on.ge/story/55236-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-14-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90