3 შეზღუდვა, რომელიც უკვე ამოქმედდა

Tbilisi Daily

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს შეტყობინებას უგზავნის და იმ შეზღუდვების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც 4 ნოემბრიდან ამოქმედდა. „ვირუსის მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე, ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში: 1.ღია, ისევე როგორც დახურულ სივრცეში, სავალდებულოა პირბადის ტარება. 2. დიდ ქალაქებში, 4 ნოემბერიდან 25 ნოემბრამდე, სწავლა დისტანციურად გაგრძელდება ყველა კლასისთვის 3. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე. წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმთელობა და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!“, – ნათქვამია შეწყობინებაში.