18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება
Tbilisi Daily
მარნეულში შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება -
– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს, სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო. ეს ეხება როგორც მარნეულის, ისე იმ დანარჩენ რეგიონებს, რომელზეც ქვემოთ ვსაუბრობდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
#მარნეული#შეზღუდვები#Tbilisi Daily#DailyNews