დონალდ ტრამპი: სკოლები უნდა გაიხსნას
Tbilisi Daily
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.
„სკოლები უნდა გაიხსნას. ვირუსი გაქრება. ამიტომაც, სკოლები უნდა გაიხსნას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გადაცემა Fox & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვთ.
„ვირუსს ბავშვებზე გავლენა არ აქვს. ზოგიერთმა ექიმმა განაცხადა, რომ მათ იმუნიტეტი აქვთ“, - დასძინა მან.
აშშ-ში კორონავირუსის 4 785 528 შემთხვევა დადასტურდა, 157 186 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 528 979 ინფიცირებული
გამოჯანმრთელდა.
#პოლიტიკა
#ახალიამბები