როდის დაიწყება ბინაზე მკურნალობა ბათუმში?

Batumi Daily

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა სახლში მალე დაიწყება. „სახლში, ბინაზე მკურნალობა, განსაკუთრებით უსიმპტომო შემთხვევებში, მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ აჭარიდან ვიწყებთ. ხვალ-ზეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა რამდენიმე თვის წინაც გაჟღერდა, საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ეს იდეა არ დაუშვა. მაშინ მომზადებული პროტოკოლი ითვალისწინებდა დაკვირვების ქვეშ მყოფ პირთა ორკვირიან იზოლაციასა და დღეში მინიმუმ ორჯერ ტემპერატურის გაზომვას. გართულების შემთხვევაში - აუცილებელი იყო სპეციალურ ცხელ ხაზზე დარეკვა და გაცხადება. შეგახსენებთ, რომ აჭარაში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე - თამარ გაბუნია, რომელიც რჩება ბათუმში. სწორედ მისი მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდება კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების მკურნალობა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში