აჭარის მთავრობა აქციის მონაწილეებს სამუშაო რეჯიმში საქმიან დიალოგს სთავაზობს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მთავრობის სახლის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება, შეკრებილებს 10 მოთხოვნა აქვთ და აღნიშნავენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მთავრობა მათ რამდენიმე ადამიანთან ერთად სამუშაო რეჯიმში საქმიან დიალოგს სთავაზობს, თუმცა ისინი უარს ამბობენ.
მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძის აქციაზე მისვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი შეხვდა.
ცოტახნის წინ, მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ უპასუხა. მინისტრის განცხადებით, აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ განიხილება.