მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
Pirveliradio Ge
მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია 9-კაციანი ჯგუფი და ეკოლოტია.
31 წლის მამაკაცი ბოლოს, სავარაუდოდ, გუშინ ნახეს. დაკარგულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს პრობლემები არ ჰქონია. დაკარგული ვეფხვია ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქრება. მამის განცხადებით, მისი შვილი სახლიდან გამოსვლის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.
აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.