რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსთავში ბოლო 24 საათში კორონას 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი კლასის მოსწავლეა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას რუსთავის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა. "ინფიცირებული ბავშვი ხუთშაბათსა და პარასკევს სკოლაში იმყოფებოდა. კლასი, პრევენციის მიზნით, ამჟამად დათხოვილია. ისინი ორი კვირის განმავლობაში განაგრძობენ სწავლას დისტანცირებულ რეჟიმში", - თქვა დავით ბეგაშვილმა. მისივე თქმით, დღის ბოლოს სკოლაში გაფართოებული გეგმიური დეზინფექცია ჩატარდება. ის ასევე ამბობს, რომ ქალაქში ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის და კონტროლს ექვემდებარება. მისივე ცნობით, აგვისტოს ბოლოდან დღემდე რუსთავში კორონას 78 შემთხვევა დაფიქსირდა, 35 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30876075.html #ახალი_ამბები #twitter