ესპანეთში კორონავირუსის 21 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 309 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 389 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 1 751 884 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 48 013 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.