უკრაინაში კორონავირუსით 4 300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 4348 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სულ ქვეყანაში ვირუსი 234 584 ადამიანს დაუდგინდა, 4520 გარდაიცვალა, ხოლო 103 401 გამოჯანმრთელდა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.