ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს კრიზისის დიალოგით განმუხტვისკენ მოუწოდებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის აუცილებელია პასუხისმგებლიანი მოქმედებები და დიალოგი.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა თქვა, რომ მისი ვიზიტი იმართება გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც აშფოთებთ ევროკავშირს და პირადად მასაც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. შარლ მიშელმა თქვა, რომ ამ თემებზე დღეს გულწრფელი საუბარი ექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერებთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, საქართველოს აქვს ყველა საშუალება მოახდინოს დემოკრატიული საფუძვლების კონსოლიდირება, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა, შეიქმნას ღია დემოკრატიით დადამოუკიდებელი სასამართლო სისტემით გამყარებული პოლიტიკური სტაბილურობა და ამ გზებით განმტკიცდეს ევროკავშირთან ურთიერთობა.
შარლ მიშელის თქმით, ეს მიზნები და ვალდებულებები ასახულია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებაშიც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერებს დღის მეორე ნახევარში შეხვდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31127036.html
#ახალი_ამბები
#twitter