დღეიდან საქართველოს რკინიგზამ მგზავრების გადაყვანა განაახლა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დღეიდან, 27 თებერვლიდან საქართველოს რკინიგზამ მგზავრების გადაყვანა განაახლა. არსებული ინფორმაციით, სამთვიანი პაუზის შემდეგ კომპანია მოძრაობას აღადგენს ხუთ რეისზე. ესენია თბილისი-ბათუმი-თბილისი; ​თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;​ თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;​თბილისი-ფოთი-თბილისი და ​თბილისი-ქუთაისი-თბილისი. საქართველოს რკინიგზის თანახმად, მგზავრობისას დაცული იქნება  კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: კერძოდ, ​გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს,​მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.​ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.​პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და მათ აფრთხილებს, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. https://www.radiotavisupleba.ge/a/31124547.html #ახალი_ამბები #twitter