თელავში  მოზარდმა პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაჭრა

Tbilisi Daily

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიჭრა. შემთხვევა ორი დღის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები იარაღით თამაშობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ მოზარდმა შემთხვევით ისროლა. დაშავებული ბავშვი რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.