BBC: ნიუ-იორკში სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვლილებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ

Mediamall

#bbc #newyork #graves #coronavirus #stopcovid19 #covid19 ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს. როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი. დრონით გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მარხავენ სპეციალურად ჩაცმული ადამიანები გვამებს დიდ ორმოში. კადრები Hart Island-შია გადაღებული. სავარაუდოდ ასე იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არავინ მიაკითხა. უკანასკნელი მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით ყველა ქვეყანაში მეტი ადამიანია ინფიცირებული. ნიუ იორკში დაახლოებით 162,000 ადამიანია კოვიდინფიცირებული, აქედან 7,067 ადამიანი გარდაიცვალა. https://www.bbc.com/news/world-us-canada-52241221