2021 წელს ტურიზმთან დაკავშირებული სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება - მაია ცქიტიშვილი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს ვიცე-პრემიერი განმარტებით,2021 წელს ტურიზმთანდაკავშირებული სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო ბიზნესს სთავაზობს. ''გარდა მოქალაქეზე ორიენტირებული პაკეტებისა ჩვენ შევიმუშავეთ პაკეტები ბიზნესის დასახმარებლად. ნაწილობრივ მაინც დაიკომპენსირონ ის დანაკარგები, რომელიც მათ ბიზნესის გაჩერებისდა შეზღუდვების ამოქმედების შედეგად ექნებათ. ამშემთხვევაში კვლავ ყველა იმ ადამიანს ვისი შრომითი ანაზღაურება არ აღემატება 1500 ლარს, 750 ლარის ოდენობითსაშემოსავლო გადასახადის კომპენსირებას მოვახდენთ. ანუ უშუალოდ თითოეულ დასაქმებულზე ეს არის 150 ლარი და ასეთიადამიანები საკმაოდ ბევრია. 405 000 დასაქმებულზე ასეთი პაკეტი გავრცელდა, შესაბამისად ჩვენკიდევ დამატებით დაველოდებით ინფორმაციას უკვე დამსაქმებლებისგან და იმისდა მიხედვით თუ რა საჭიროება იქნება ვიმოქმედებთ. 33 000 კომპანიაა ასეთი ვინც მოგვმართაჩვენ წინა შეზღუდვების დროს და შესაბამისად ამავე მოცულობას ველოდებით ამჯერად და შესაბამისად 400 000-ზე მეტ დასაქმებულს დაუკომპენსირდებასაშემოსავლო გადასახადი, რომელსაც სხვა შემთხვევაში ბიზნესი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდიდა. 2020 წელსტურიზმის სექტორს გადაუვადეს საშემოსავლო თანხისგადახდა. ისინი ამ 4 თვიანი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამით ჩვენ დამატებით დავეხმარებით ტურიზმის სექტორს, რომ ეს ტვირთად არ დააწვეთ და შესაბამისად მათ ექნებათ საშუალება, რომ ეს თანხაარ გადაიხადონ. 2020 წელსქონების გადასახადისგან იყო გათავისუფლებული ტურიზმის სექტორი, სარესტორნო ბიზნესი და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრია. ეს შეღავათი იმოქმედებს 2021 წლის განმავლობაშიც'' - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.