დააკავეს იმუნიტეტის მქონე ადამიანები ჩვენი სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო - ვაშაძე
Pirveliradio Ge
დააკავეს იმუნიტეტის მქონე ადამიანები ჩვენი სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო - აცხადებს ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ის დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
"დააკავეს იმუნიტეტის მქონე ადამიანები ჩვენი სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო. ჩვენ ვითხოვთ ჯარიმების მოხსნას და სიმბოლურად ვუწესებთ ჯარიმას ბატონ კახი კალაძეს, რომელიც იცავს საბანკო მონოპოლიას და უნდა, 36% იანი სესხიდან, რომელსაც პენსიონერები იხდიან, კიდევ წაუვიდეთ წილი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.