Post

Kutaisi Daily

მაცაცო ლოსაბერიძე - ლიტერატურის სრულყოფილი მაცნე. ქუთაისში მრავალი გამორჩეული სკოლაა, რომელშიც უამრავი წარმატებული პედაგოგი მოღვაწეობს. ამ მხრივ პროფესიონალები ჩვენს ქალაქს არასდროს აკლდა. თუმცა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული და საქვეყნოდ ცნობილი მაინც მაცაცო ლოსაბერიძეა... ისინი, ვინც 23-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა და ერთხელ მაინც მოუსმენია ქბნ. მაცაცოს მიერ წაყვანილი გაკვეთილი, შეუძლებელია არ დაეთანხმოს იმას, რომ იგი ქალაქის საუკეთესო პედაგოგი გახლდათ... ლიტერატურისადმი უზადო სიყვარული და გადმოცემის ხელოვნება, სწორედ ეს ორი რამ გამოარჩევდა მას ყველა სხვა დანარჩენისგან. გულგრილნი მისი საქმიანობის მიმართ, არც ნაკლები აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები დარჩენილან... მაცაცო ლოსაბერიძე გახლდათ მწერალთა კავშირის წევრი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი და მასწავლებლის ნამდვილი ეტალონი... მისი თეატრალურად გაფორმებული გაკვეთილები, ლიტერატურული კლუბი, რომლის სტუმარი მრავალი გამორჩეული მწერალი თუ პოეტი ყოფილა, შეუმჩნეველი არასდროს რჩებოდა. თუმცა, კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება არ დასცალდა... ქუთაისმა არ უნდა დაივიწყოს მისი მსგავსი ღირსეული და ღვაწლმოსილი პედაგოგები, რის უკვდავსაყოფადაც დაფასებული მასწავლებელი დღეს მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს... #ქუთაისი #მასწავლებელი #პედაგოგი #ეტალონი #მაცაცო #ლოსაბერიძე #kutaisidaily