"ფორესტ გამპის" წიგნის ავტორი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ამერიკელი მწერალი, ცნობილი წიგნის "ფორესტ გამპის" ავტორი, უინსტონ გრუმი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებს იგი ალაბამას შტატში, ქალაქ ფერჰოპში ატარებდა. მწერალს პოპულარობა წიგნმა "ფორესტ გამპმა" მოუტანა. მისი ეკრანიზაცია, იმავე სახელწოდებით, 1986 წელს მოხდა. რომანი მოგვითხრობს მთავარი გმირის, უნარშეზღუდული ბიჭის ფორესტ გამპის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე. საკუთარ ისტორიას ბიჭი თავად ყვება. ფილმმა 6 ოსკარი მიიღო და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 1995 წელს გრუმმა წიგნის გაგრძელება დაწერა, მასზე დაფუძნებული სცენარიც შეიქმნა, მაგრამ ფილმის მეორე ნაწილი აღარ გადაღებულა.