ქუთაისში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა
Kutaisi Daily
ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ დებულებით განსაზღვრული, 2020 წლის რიგით მესამე სხდომა გამართა. სხდომა შემდეგი დღის წესრიგით წარიმართა:
გენდერული თანასწორობის საბჭოს
მიერ, 2020 წლის თებერვალში ჩატარებული მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის შედეგების სამუშაო დოკუმენტის ანალიზი;
საბჭოს წევრის, ქეთი ბერძენიშვილის მიერ, ქუთაისში ქუჩებისა და სკვერებისათვის ქალების სახელების მინიჭების თაობაზე წარმოდგენილ საკითხზე მსჯელობა და საბჭოს მხრიდან, აღნიშნულ ინიციატივაზე რეაგირების სქემის განსაზღვრა;
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020-2022 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ახალ პრიორიტეტებსა და ერთიან ფორმატზე მუშაობა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#სიახლე
#kutaisidaily
#ახალიამბები