8 ავღანელი სამხედრო დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 8 წევრი, მათ შორის სამი მაღალჩინოსანი, დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ პროვინციაში, სადაც თალიბანმა გააქტიურა თავდასხმები თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად.
როგორც რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური იუწყება, დაღუპულთა შორის არიან ხას ურუზგანის ოლქის პოლიციის უფროსი, დედ გული და ასევე ავღანეთის ეროვნული არმიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ურუზგანის პროვინციაში ადგილობრივი პოლიციის შტაბში მიდიოდნენ, როდესაც მათი Humvee-ის ტიპის ჯავშანმანქანა გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30741620.html
#ახალი_ამბები
#twitter