კიდევ ერთი გარდაცვლილი - კოვიდ 19 აჭარაში
Batumi Daily
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადება - შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19 -ის 314 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, აჭარაში – 225.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში
##ახალიამბებიაჭარაში
#ბათუმი #batumi
##კორონავირუსი