საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოშიკორონავირუსის513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ბოლო 24 საათში 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 103, ხოლოპისიარტესტით- 8 024.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%.